გრიგორიადისი განაჩენის მოლოდინში | ლაზარეს ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგირიადისის საქმეზე სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობა ვერ მტკიცდება. წარმოდგენილ ვიდეოკადრებში ვერ მოხერხდა ვერც გრიგორიადისის ამოცნობა. ბრალდების მხარე ხელისუფლების პოლიტპატიმრად გადაქცეულ ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმას და შსს-ს ქონების განადგურებას ედავება. 

აქვე, ცნობილი ხდება, რომ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. თუმცა ისინი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, ისაუბრეს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან ლაარეს პატიმრობის საკითხზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი