ბათუმში, სანაპიროზე მოკლული კაცის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ღამით მოხდა. მოკლულს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი