"თავში ურტყეს, მძინარე გადმოადგეს ლოგინიდან..." | გორში პოლიციელები დაკავებისას მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ნაცემია კაცი, რომელიც პოლიციელებმა შვიდ თანასოფლელთან ერთად, ატენში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 21 დეკემბერს დააკავეს.

50 წლის იოსებ ბარჯაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას სამედიცინო დახმარება ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გაეწია. დაზიანებების გამო, ბარჯაძემ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

როგორც ბარჯაძის ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, მას მიღებული ჰქონდა თავის ტრავმა, სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა თავისა და სახის არეში. ოჯახის თქმით, სამართალდამცავებმა მასზე დაკავების დროს იძალადეს. ისინი მოძალადეების იდენტიფიცირებასა და დასჯას ითხოვენ.

"აქედან რომ წაიყვანეს და თავში ურტყეს და უმიზეზოდ გადმოაგდეს...იქ დააფიქსირა პროკურორმა, გაგვიძალიანდაო ხელშეკრული კაცი. ხელშეკრული კაცი როგორ გაუძალიანდა ამოდენა, 20 კაცს. ეგრევე გადმოაგდეს მძინარე ლოგინიდან და გზაში 4 კაცი ფისტოლეტს ურტყამდნენ თავში... ექიმი ვალდებულია ჩაწეროს რა მიზეზით, რა მდგომარეობით, რანაირად მოვიდა. აი, მაგას მოვითხოვ. ექიმის დაკითხვას და მაგ საბუთების გამოთხოვას მოვითხოვ," - ამბობს სონია ბარჯაძე, იოსებ ბარჯაძის დედა.

ბარჯაძის ოჯახის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ წლებია სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლას განიცდიან, რადგან პოლიციელები მათ ბიზნესის წილებს სთხოვდნენ, რაზეც უარს ამბობდნენ.

"მთავარ არხს" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი