ბაჩალიაშვილების ოჯახი 23 წლის პროგრამისტის მკვლელობაში ბრალს სუს-ის უფროსს სდებს 

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიშვილის მშობლებმა დღეს პირველად და პირდაპირ თქვეს, რომ 23 წლის პროგრამისტი მოკლულია და რომ მის სისხლში ხელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს გასვრილი. ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს მკვლელობის სავარაუდო დამკვეთად და შემსრულებლად  სუს-ი და მისი უფროსი - გირგოლ ლილუაშვილი დაასახელა. 

გაუჩინარების დღეს რომ ბაჩალიაშვილის მანქანას სწორედ სუს-ის მანქანები მიჰყვებოდა, პროკურატურამ მის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით აღიარა. თუმცა, ამ კადრებმა მშობლებს უფრო მეტი კითხვა გაუჩინა და მეტიც, დაარწმუნა, რომ მათი შვილის მოკლულია და რომ კვალი უსაფრთხოების სამსახურამდე მიდის. 

დაღუპული პროგრამისტის ოჯახი და ადვოკატი ეჭვობენ, რომ მასალა, რომელიც მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა, არასრულყოფილა და რომ მანქანებს, რომელიც პროგრამისტს უკან მიჰყვებოდნენ, სხვა გასასვლელით შეეძლოთ გზის მოჭრა. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეკითხვები, გამოძიებასთან ერთად, თამარის მეგობარ დეა კაპანაძესთანაც აქვს. რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენებისა და მისი დუმილის გათვალისიწნებით ისინი ფირქობენ, რომ დეამ რაღაც იცის და მალავს. კაპანაძე, რომელიც სავარაუდოდ სახლშია, ჟურნალისტებს დღეს ისევ დაემალა. 

შვილმკვდარი ოჯახის მიერ სუს-ის მისამართით გამოთქმული ბრალდებების განხილვას კი მმართველ გუნდში არც აპირებენ. დარღვევებით მიმდინარე გამოძიებას ნდობას ბრმად უცხადებენ და ყველაფერს მედიის სპეკულაციად აფასებენ.

საგამოძიებო უწყებაში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილის შეყვარებულად აცხადებს. სამართალდამცველებს მან შესასწავლად საკუთარი კომპიუტერი გადასცა. თუმცა საგამძიებო უწყებიდან გამოსულმა, საზოაგდოებას ისევ ბაჩალიაშვილის თვითვმკლელობის კიდევ ერთი ვერსია შესთავაზა. 

გარდაცვლილი გოგონას მშობლები ამბობენ, რომ ლოდინის დრო დასრულდა. 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალებიდან 42 დღის შემდეგ, ისინი მოქმედებაზე გადადიან. ჭეშმარიტების დადგენის მოთხოვნით კვირას, 2 საათზე პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს აანონსებენ და სიმართლის გზაზე საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი