თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, გვიან ღამით, მკვლელობა მოხდა - მოკლულია 45 წლამდე კაცი, რომელიც სავარაუდოდ, სამხედროა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის ადგილზე დაიღუპა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვლაზე დააკავეს. უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.