
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტიდან 2-ის წყარო უცნობია.
დაგვემატა 7 ახალი დადასტურებულის განაწილება ასეთია, 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, მათგან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ჯამში საავადმყოფოებში 239 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 4 კრიტიკულად მძიმეა ხოლო 16 მძიმე.
29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი უცვლელი დარჩა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა.