სასტიკად მოკლული 12 წლის გოგონას დედა ფოტო რობოტს ასაჯაროებს, რომელიც უკვე სამი თვეა, საქმის მასალებში დევს, თუმცა გამოძიების მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. გახდება თუ არა ფოტორობოტი რეზონანსული საქმის მთავარი მტკიცებულება ამ ეტაპზე უცნობია. ფოტორობოტზე აღბეჭდილი მამაკაცი დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილმა ამოიცნო, თუმცა ფაქტია, გამოძიება მას მთავარ ეჭვმიტანილად არ განიხილავს.
ბურუსით მოცულ საქმეში უამრავი მტიკიცებულებაა განადგურებული, რომელსაც უნდა დაედგინა დამნაშავე, რომელმაც 12 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა მოკლული ბავშვის ოჯახის მტკიცებით დაზიანებული მტკიცებულებებიდანაც კი სავარაუდოდ შესაძლებელია მკვლელის დე-ენ-ემის დადგენა, რასაც მარალტექნოლოგიური კვლევა სჭირდება. გამომდინარე აქედან ანა იანუშაიტიდეს დედა საქართველოს პროკურატურასგან ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობას მოითხოვს.