ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ტეელწამყვან თეონა ბაკურიძის სარჩელი აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. როგორც ფორმულა წერს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სხდომათა დარბაზი განმარტების გარეშე დატოვა.

"დღევანდელ დღეს დამტკიცდა ცხადზე ცხადი ჭეშმარიტება, რასაც წლების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია და საზოგადოება ამბობს, რომ სასამართლო, ხშირ შემთხვევაში, ასეთ დავებთან დაკავშირებით არის პოლიტიზირებული, იმიტომ რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას თეონა ბაკურიძის საქმესთან დაკავშირებით სხვა ახსნა ვერ და არ მოეპოვება.

ბუნებრივია, დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ვიბრძოლებთ სააპელაციო სასამართლოში, შემდგომ უზენაეს სასამართლოში. მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი, არც მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილების კანონიერებას", - ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი.

როგორც თეონა ბაკურიძემ თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის "მოსალოდნელი იყო" და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პერიოდს, როდესაც თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო. ჟურნალისტი სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი