თბილისის მერიამ პანდემიის დროს არასწორი პარკირებისთვის მილიონ 300 ათასი ლარის ჯარიმა გამოწერა. ოპოზიცია იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელის მიხედვითაც ჯარიმების დიდი ნაწილი, 2020 წლის თებრვლისა და მარტის პერიოდშია გამოწერილი, მაშინ როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და ავტომანქანების დიდი ნაწილი, სპეციალური საშვებით გადაადგილდლებოდა.
თბილისის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თბილისელებს პანდემიის დროს ულ 132 ჯარიმა დაუწერეს და მერიას ამ ჯარიმების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
დედაქალაქის მერმა პანდემიის პერიოდში, ადამიანები სახლებში რომ გამოკეტეს და ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს, ამ დროს 132 ათასი ჯარიმა დაუწერეს თბილისელებს და ჯამში ამ ჯარიმების ღირებულებამ მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. მოვუწოდებ მერიას ჯარიმების გაუქმებისკენ,- ამბობს ხაბეიშვილი.
საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისს გაუქმდა.