ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა თავის არეში მიაყენა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.