ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთის გზაზე - დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხევში გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ხიდის ქვეშ არსებულ ხევში, მდინარის ნაპირზე გადავარდა. მოტოციკლი ხევში გადავარდნისთანავე აალდა.
დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უგონო მგდომარეობაში მყოფი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.