სისხლიანი გარჩევა ხევსურეთში - 3 500 ლარის გამო დაჭრილი მწყემსი

გამოქვეყნდა:

დავით მოსიაშვილი მეგობარმა სასიკვდილოდ, დანით დაჭრა. ორ მწყემსს შორის დაწყებული კონფლიქტი სოფელ როშკაში სისხლიანი გარჩევით დასრულდა. 35 წლის მეცხვარე მეგობარს უფროსისთვის ვალის  დაბრუნებას სთხოვდა, სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპისისპირებაში გადაიზარდა და ზვიად ბექაურმა  მწყემსი კისრისა და სხეულის სხვადასვხა არეში მძიმედ დაჭრა. მოსიაშვილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მძიმედ დაჭრილს ყურადღება არავინ მიაქცია და ახლაგზარდა კაცი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში ცხენით გადაიყვანეს.

დაპირისპირების განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ზვიად ბექაური, რომელიც აღიარებს, რომ თანამშრომელი დანით ნამდვილად დაჭრა, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით გააკეთა. მწყემსი იხსენებს, რომ მოსიაშვილის მხრიდან ცემისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

სისხლიანი გარჩევის შემდეგ მალევე გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა რთული რელიეფის გამო სასწრაფო ადგილზე დროულად ვერ მივიდა, ამიტომ დაჭრილი მწყემსი ცხენით დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ მცხეთაში, მას შემდეგ კი რაც ვერცერთმა საავადმყოფომ სისხლდაცლილი პაციენტი ვერ მიიღო, მოსიაშვილი თბილისში გადმოიყვანეს. მწყემსს ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. საბოლოოდ, მამაკაცის დაჭრა სამი დღის შემდეგ გაიგეს. ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

კლინიკა "ჯერარსში" ამბობენ, რომ პაციენტი 25 აგვისტოს გამთენიას, სისხლდენით შეიყვანეს და მას ოპერაცია მალევე ჩაუტარდა. ამ დროისთვის, დაჭრილი მწყემის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის  რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

სისხლიანი გარჩევის შემდეგ ბექაური დააკავეს, თუმცა მალევე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, უწყებაში ამ  დრომდე  არ აკეთებენ კომენტარს  რა მუხლით  დაიწყეს  გამოძიება დ ა რის თუ არა ვინმე დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი