"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, გუგა გოცირიძე TBC ბანკში სათამაშო იარაღით შეიჭრა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძე, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ.

"მთავარის" ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. გოცირიძის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, მას ჯერ არ ჰყავს ადვოკატი. 

"მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ის სათამაშო იარაღი იყო. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს. 

ამჟამად მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. გოცირიძეს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი