ფიქრის გორაზე მდებარე სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სუპერმარკეტში სამართალდამცველები ძარცვის შემდეგ გამოიძახეს, საგამოძიებო მოქმედებების დროს კი, ადგილზე „მთავარი არხის“ ინფორმაციით ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.
ადგილობრივებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ინფორმაციას ჯერჯერობით არც შსს ადასტურებს.