ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 26 ივლისს შეიჭრნენ ჭიათურის მიუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში მდებარე საცხოვრებელ სახლში და იარაღის მუქარით, ფული და ოქროულობა გაიტაცეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ჭიათურის რაიონის სოფელ ხალიფაურში ნიღბიანმა პირებმა პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.