გაგნიძესთან საკანში პროკურორი შევიდა და ჩვენების მიცემას აიძულებდა - შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად  მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, არასამუშაო დღეს გაგნიძესთან საკანში პროკურორი შევიდა და მას ჩვენების მიცემას, ადვოკატის გარეშე სთხოვდა. გაგნიძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

შაბათ დღეს შევიდა პროკურორი. რომელი პროკურორი, უცნობია. ის ითხოვდა მის დაკითხვას. შეკითხვაზე, რატომ არ არიან ადვოკატები, პასუხი არ ჰქონდა და ფაქტობრივად, აიძულებდა ჩვენების მიცემას. ადვოკატების გარეშე, მან არანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიიღო... თუ პროკურორს ჰქონდა გამოკითხვის ინტერესი, უნდა ეკითხა ჩემთვის. ამასთან, პროკურორი არ ახდენს გამოკითხვას და ახდენს გამომძიებელი, - განმარტავს გაგნიძის უფლებადამცველი.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი