სოციალურ ქსელში მარნეულიდან ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა | შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო წუხელ გვიან ღამით მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ.

ძაღლზე ძალადობის კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა. შემთხვევა სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით. არსებული ინფორმაციით, ცხოველი მოკვდა.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. უკვე დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა.

უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ გუშინ ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია აღნიშნული პირის მხრიდან, წარსულში, ბავშვის მიმართ, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების ფაქტზეც. მისივე თქმით, პოლიციას ჰქონდა რეაგირება და ის სამართალდამცავებთან კონტაქტზეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი