დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეზე 11:00 საათზეა ჩანიშნულია. 

ჩაერთვება თუ არა მას დისტანციურად მიხეილ სააკაშვილი, უცნობია. 

"დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ვართ. გამოძახებული გვყავს მოწმეებად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბატონი მღებრიშვილი და იმედი გაქვს, რომ ის სასამართლოზე გამოცხადდება, მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩართვას პროცესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა ამის შესაძლებლობას უშუალოდ პროცესის წინ გახდება ცნობილი", - ამბობს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი