"მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა" | მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. სხდომაზე ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას არ იღებს, როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილ ოქმში წერია, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

"პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა განაცხადა უარი მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა მოსამართლემ. 

პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა უნდა მოხდეს. ადვოკატებს მოწმედ გამოძახებული ჰყავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი