საზარელი მკვლელობა თბილისში - ისანში შვილმა დედა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, კვალის დამალვის მიზნით კი, გვამს ცეცხლი წაუკიდა. მკვლელობა 2 მარტს, ღამის საათებში მოხდა.
ხანძრის დროს ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 29 წლის მამაკაცი თავდაპირველად მხოლოდ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე დღეს კი, სახლის გასაჩხრეკად მისულებმა ეზოში 61 წლის ქალის ცხედარი ნახეს და დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა წარუდგინეს ბრალად.
დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეზობლები მკვლელობის შესაძლო მოტივებზე საუბრობენ. ერთ-ერთ ვერსიად ის გარემოება სახელდება, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა მამაკაცი ვიდეო თამაშებზე იყო დამოკიდებული. მათი განმარტებით, ვირტუალური სამყარო მამაკაცმა აღიქვა როგორც რეალური სამყარო და მომხდარიც სწორედ ამან განაპირობა.
მეზობლები ასევე ყვებიან, რომ დედა-შვილი ალკოჰოლ დამოკიდებულები იყვნენ და მათ შორის კონფლიქტები ხშირად ხდებოდა.
ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ დალევა უყვარდა ორივეს. თვითონ დეპრესიული ბავშვი იყო. ცუდი ბავშვი არ იყო, ძალიან წყნარი ბავშვი იყო. დეპრესიული ბავშვი იყო, თავისთვის დადიოდა,“- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.