საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალ პაციენტთაგან 7-ს ინფიცირებულებთან კონტაქტი დაუდასტურდა, 11 შემთხვევა კი შემოტანილია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 487
  • გამოჯანმრთელებულია - 1 240
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 221, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა, 850 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი