თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე დაკავებულები არიან 1996 და 2001 წელს დაბადებული პირები.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს.