შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლინიკა "სითი მედიქალის" ექიმების მხრიდან 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია "მთავარს" საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 77 წლის ქალის ოჯახის წევრებმა კლინიკის მედპერსონალი პაციენტზე ძალადობაში დაადანაშაულეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.