პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანს დაეჯახა, დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლიციელი, რომელიც  ლისის ტბის მიდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანს დაეჯახა, დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს  მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

 გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელი ქვეითად მოსიარულე ადამიანს დაეჯახა. ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, 2020 წლის 26 ივლისის ბოლოს მოხდა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სოფელ არაგვისპირთან
ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

მანამდე, მიმდინარე წლის 21 ივლისს, პოლიციის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე ასაკოვან ქალს დაეჯახა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. 19 მაისსაც, პოლიციელი, რომელიც სამსახურის მანქანას მართავდა, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ქვეითს დაეჯახა. უწყების ცნობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი