ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშა გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშა გარდაიცვალა. "მთავარის" ინფორმაციით, 43 წლის კაცს მუშაობის პროცესში ტრაქტორმა ფეხზე გადაუარა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას 2 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად ვისი ბრალეულობა იყო, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ნებისმიერი რისკ-ფაქტორი გათვლილი უნდა იყოს. დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს ყველა რისკ-ფაქტორი და უბედური შემთხვევების დროს, მთელი რიგი პასუხისმგებლობა მოდის დამსაქმებელზე, - ამბობს პროფკავშირების იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გასული ერთი თვის განმავლობაში, ეს მაღაროელის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი