არასრულწლოვნების უფლებები ირღვევა - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. ადვოკატები ამბობენ, რომ არასრულწლოვნების პროცესი კანონდებლობით მხოლოდ 6 საათი უნდა გრძელდებოდეს, გარდა ამისა, მათივე თქმით, სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს საკუთარი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება არ აქვს.

დღევანდელ სხდომაზე მცხეთის სასამართლოში მხოლოდ 1 არასრულწლოვნი მოწმე დაკითხეს, მეორეს დაკითხვა კი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხდა და ხვალისთვის გადაიდო. მოწმეები ანა გაბეჩავას დაბადების დღის სტუმრები არიან.

ადვოკატების ბრალდებებს პროკურორი უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ განრიგი ყველა მხარესთან შეთანხმებულია და მოსამართლე სხდომებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ინტერესების გათვალისწინებით ნიშნავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი