ძლიერი სიცხე და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-4 სექტემბერს ტემპერატურის მნიშვნელოვან მომატებას ელოდება. სპეციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მაღალი სიცხისა და ძლიერი ქარის გამო, არსებობს ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროება:

1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა და ბარში 33, 38, მთაში 31, 36, სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსამდე.1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს." წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი