203 დაღუპული და 2982 დაშავებული 6 თვეში - ავტოსაგზაო შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი

გამოქვეყნდა:

პატრულ ინსპექტორი ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს ისეთი სისწრაფით  დაეჯახა, რომ მოზარდი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ლისის ტბასთან მოხდა, იქ , სადაც საღამოობით უამრავი ადამიანი მოძრაობს, დიდი სიჩქარით მოძრავი სამართალდამცველი ბავშვს სამსახურეობრივი ავტომობილით დაეჯახა. პატრულ-ინსპექტორი ირაკლი ცომაია შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

2270  ავტოსაგზაო შემთხვევიდან არაერთი ავტოავარიის მიზეზი, სწორედ სამართალდამცავების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება გახდა. ერთერთი ასეთი 26 ივლისს დუშეთის რაიონში მოხდა.  გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  ინსპექტორ-გამომძიებელი ლადო ფრიდონაშვილი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს  ისეთი  სისწრაფით დაეჯახა, რომ მოზარდი სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ძალოვანი არასრულწლოვანს ეკლესიიდან გამოსვლის დროს, გზის გადაკვეთისას დაეჯახა. პოლიციელი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება 

პოლიციელები, რომელებიც პირველი კანონდამცველი უნდა იყვნენ, ხშირად თავად არღვევენ კანონს .19 მაისს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი პატრულ ინსპექტორი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებულია პატრულის თანამშრომელი.

21 ივლისს ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე ფეხით მოსიარულე  ქალს წალენჯიხის პოლიცის უფროსი დაეჯახა. 85 წლის ქალი სხეულზე მიღებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. შემთხვევის შედეგად სამართალადამცავებმა ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი დააკავეს.

ავტოავარიების შემთხვევების რეკორდულ ნიშნულსა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობენ ექსპერტები. მათი თქმით, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მხრივ სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, რის გამოც ისინი პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებენ. ის რომ ქვეყანაში  საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა გაუმართავია და ვერ მუშაობს ამას ყოველდღიურად გაზრდილი სტატისტიკაც ადასტურებს 

203 დაღუპული სიცოცხლე  და 3000- მდე დაშავებული.  ეს მხოლოდ ექვსი თვის მაჩვენებელია. 2020 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე საქართველოში 2270 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევებს 50 ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა, 579  კი დაშავდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი