საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 510
  • გამოჯანმრთელებულია - 1 243
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5828
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა, 850 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი