იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების შერჩევას იწყებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ვაკანტურია სამი ადგილი. ორ მოსამართლეს - ზურაბ ძლიერაშვილს და ნინო ბაქაქურს ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის ათწლიანი ვადა ეწურებათ, ხოლო მესამემ - ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და განათლების მინისტრის მოადგილედ გადავიდა.
შერჩევის პროცედურა დღეიდან იწყება. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნებიან კანდიდატები, თუმცა სასამართლოს პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ გამოცხადებული კონკურსი ფასადურია, და ვაკანტურ პოზიციებს მოსამართლეთა კლანი ლოიალური კადრებისთვის ამზადებს.