კეკელიძეზე დაკავებულების პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "ხმა" თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს.

ორგანიზაცია აქციას მათი წევრების, გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესის პარალელურად - 15:00 საათზე გამართავს. 

"დღეს ჩვენი წევრების - გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას - სასამართლო პროცესი. პროკურატურა ე.წ. აღკვეთის ღონისძიებად ითხოვს პატიმრობას! სასჯელის სახით მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ძალადობრივი გამოსახლების დროს დააკავეს აღსრულების პოლიციის ფანჯრების ჩამსხვრევისთვის. ყველას! ყველას გელოდებით თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ (აღმაშენებლის ხეივანი 64) ძალადობრივი გამოსახლება უნდა შეწყდეს! გიორგი და კაკო უნდა გაათავისუფლონ! ვიკრიბებით 25 იანვარს, დღის 3 საათზე! მოდით და გაავრცელეთ!", - წერს "ხმა".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე საერთო ჯამში 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი - ხასაია და ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით. 

პოლიცია მათ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი