კეკელიძეზე დაკავებულების სასამართლო პროცესები | პროკურატურა ხასაიასა და ჩიქობავასთვის პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში კეკელიძეზე, ხმაურიანი გამოსახლების დროს დაკავებული პირების პროცესები იწყება. 20 დაკავებულიდან 2-ს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან, კერძოდ აღსრულების პოლიციის კუთვნილი მანქანის დაზიანებას, რის გამოც გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სამიდან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. აღკვეთის სახით, პროკურატურა მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

18 დაკავებულს კი პროკურატურა ხულიგნობას ედავება, მათ შორის იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ძალის გამოყენებით დააკავა პოლიციამ და ვისაც სამართალდამცველები არ აძლევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას. სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციაც იმართება. 

დღესვე, 4 საათზე გაიმართება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის პროცესიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი