ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მას ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "მთავარი არხის" ვებგვერდი ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.