სისხლიანი გარჩევა ორბელიანის მოედანზე. სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ საგამოძიებო მოქმედებებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ტურისტულ ცენტრში, სადაც 21 წლის ნიკიტა აგიევი სავარაუდოდ საკუთარმა მეგობარმა დაჭრა. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც უშუალოდ უნდა ჩანდეს, რა მოხდა დაპირისპირების დროს.
ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბიჭი კლინიკაში მიყვანამდე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ავტომობილში გარდაიცვალა. უცნობია, ჰყავს თუ არა გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ბრალდებული. ის სისხლიანი გარჩევის ადგილიდან მალევე მიიმალა.