ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ინციდენტი თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა, თუმცა არცერთი ტრანსპორტის მგზავრები არ დაშავებულან. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.