მკვლელობა ორბელიანზე | დაკავებულია 2005 წელს დაბადებული პირი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 2005 წელს დაბადებული ს.პ. შემთხვევა გუშინ, ორბელიანის მოედანზე მოხდა. დაჭრილი პირი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.  დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი