პოლიციამ სენაკში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავა. შსს- ინფორმაციით, დაკავებული დღეს, 26 იანვარს, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს." აცხადებს შსს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: