"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულია პოლიციის ორი მაღალჩინოსანი. შსს-ს თანამშრომლები ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს და ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიციელები წყნეთის პოლიციის განყოფილებიდან აიყვანეს. დაკავებულები არიან განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე - დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და ამირან ნაჭყებია. სავარაუდოდ მათ ოფიციალურად ბრალს ხვალ წარუდგენენ და მეტი დეტალი სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
შსს-ს ოფიციალურად ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია