"მთავარის" ინფორმაციით, 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭი რამდენჯერმე გააუპატიურა | ხაშურში მომხდარის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია - შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭი ცივი იარაღის მუქარით რამდენჯერმე გააუპატიურა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს სავარაუდო მოძალადეს დანა უპოვეს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბიჭთან ფსიქოლოგები მუშაობენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი