ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც ხშირად მხილების ნაცვლად, დუმილს ამჯობინებენ. ქვეყანაში ბოლოდროინდელი ტენდენცია ასეთია - ქალი, რომელიც 112-ში რეკავს და შველას ითხოვს, სასამართლო განხილვის ეტაპზე მოძალადე ქმარს, ან ყოფილ პარტნიორს აღარ ამხელს და მის წინააღმდეგ ჩვენებას არ აძლევს. მტკიცებულების ძალა კი მხოლოდ დაზარალებული ქალის სასამართლო დარბაზში მიცემულ ჩვენებას აქვს, რაც მოსამართლეს უმარტივებს გზას, რომ მოძალადეს შედარებით მსუბუქი სასჯელი შეუფარდოს, იმ მოტივით რომ ქალი გაჩუმდა.
ადვოკატები რომლებიც ოჯახურ დანაშაულებზე მუშაობენ, ამბობენ რომ მოსამართლეები მსგავს საქმეებზე გულგრილები არიან; მსხვერპლის უსაფრთხოებაზე არ ფიქრობენ, რაც დამატებით რისკს აჩენს რომ ქალზე განმეორებით იძალადებენ ან მოკლავენ.