სტუდენტების პროტესტი გრძელდება | თსუ-ს კანცელარია მესამე დღეა ბლოკირებულია

გამოქვეყნდა:

სტუდენტების პროტესტი გრძელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ისევ ბლოკირებულია. სტუდენტების მოთხოვნა კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახი გამოსახლების დროს დაკავებული კაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებაა. ასვე, გამოსახლებების სერიის შეჩერება.

პარალელურად, ახალგაზრდები უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას აკრიტიკებენ. მათი თქმით, დაკავებულების მიმართ უნივერსიტეტის რექტორატის პოზიცია სტუდენტებისთვის მიუღებელია.

"ეს განცხადება არის სამარცხვინო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი დესტრუქციული ნაბიჯი არ გადადგმულა. პირიქით, ჩვენ როდესაც შევედით სამი დღის წინ, შევედით მშვიდობიანად, დავიკავეთ მშვიდობიანად კანცელარია. არ ვაპირებთ გამოსვლას, სანამ ლოგიკური ქმედითუნარიანი ნაბიჯები არ გადაიდგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. თავდებში დადგომას რაც შეეხება, დასაფასებელია, გასაგებია, რომ თავდებში ჩაუდგებიან, თუმცა ეს არის მათი ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი," - ამბობს თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტი.

შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული კაკი ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია "ილიაუნის." ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი