ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 194 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 29-ს დადებითი პასუხი დაუდასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19  ჯამში  359 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 125 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი - გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი