სისხლიანი ინციდენტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე. სასტიკად არიან ნაცემები ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავეები. ქართველ ხელოვანებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაუპირიპირდნენ და ხელკეტებით გაუსწორდნენ. უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, რომელსაც კულტურის სამინისტრო საგულდაგულოდ ასაიდუმლოებდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ვითარების მოგვარებაში პირადად მინისტრი წულუკიანი იყო ჩართული, და ის თავად შეხვდა სახელმწიფო ანსამბლის ერთ-ერთი წევრს, რომელიც ინციდენტის შემდეგ ყველაზე მძიმედ დასავდა და კლინიკაში აღმოჩნდა.