ჯაბა სამუშიას თქმით, კეკელიძეზე დაკავებულ თსუ-ს ლექტორს "შესაბამის უწყებებთან" შუამდგომლობა გამოუცხადეს

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ს ლექტორს, აკაკი ჩიქობავას, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დააკავეს, "შესაბამის უწყებებთან" შუამდგომლობა გამოუცხადეს. 

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელმაც აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან. ამავდროულად, გუშინწინ ხელი მოვაწერე და გადავეცი ადვოკატს პირადად ჩემი შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებაში, ეს არის ის, რაც უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით გააკეთა.

სამწუხაროდ, ის მოთხოვნები, რაც არის მევახშეობის მიმართულებით, ასევე, გამოცდების ჩაშლასთან მიმართებით, ეს არის აბსურდი, ეს შეუძლებელია. საგანმანათლებლო პროცესი არის ის მიმართულება, რაზეც უნივერსიტეტია შექმნილი და უნივერსიტეტისთვის პრობლემის შექმნა ცოტა უხერხულია", - ამბობს სამუშია [რადიო თავისუფლება] 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა კაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ლექტორებს მოუწოდებენ გაიფიცონ, არ ჩაატარონ ლექციები და ამ ფორმით გამოუცხადონ სოლიდარობა უკანონოდ დაპატიმრებულებს.

ხასაია და ჩიქობავა პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ისინი კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. კაკი ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია "ილიაუნის." მათ სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი