ადვოკატის ინფორმაციით, ადევნებაში ბრალდებული პედაგოგი ისევ სკოლაში მუშაობს | რას ამბობენ კოლეგები შესაძლო მძიმე დანაშაულზე?

გამოქვეყნდა:

თერჯოლის ერთ-ერთი სოფლის პედაგოგი, რომელსაც პროკურატურამ ბრალდება ადევნების ფაქტზე წარუდგინა, ამ დრომდე მუშაობს სკოლაში. როგორც "მთავარ არხთან" დაზარალებულის უფლებადამცველი სოსო ქუთათელაძე ამბობს, განათლების სამინისტროს აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია.

დაზარალებული ქალი კი, არსებული ინფორმაციით, იძულებული გახდა უხელფასო შვებულებაში გასულიყო.
ქუთათელაძე ამბობს, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

"თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ავიწროებდა, ახორციელებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას 2021 წლიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, შესთავაზა სექსუალური კავშირი, სასიყვარულო ურთიერთობა. მიიღო ამაზე რადიკალური უარი, მაგრამ არ ჩერდებოდა ეს პიროვნება და კიდევ ახორციელებდა მასთან არასასურველ კონტაქტს. დღემდე მუშაობს სკოლაში და განათლების სამინისტროს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია. ველოდებით ამ უწყების მხრიდან რეაგირებას ამ თემასთან დაკავშირებით," - აცხადებს ადვოკატი.

ასევე ნახეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი