სავარაუდო სექსუალური დანაშაული თერჯოლის ერთ-ერთ სკოლაში | "მთავარმა" ერთ-ერთი პედაგოგის ჩვენება მოიპოვა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი სავარაუდო სექსუალური დანაშაული იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში. გამოძიების ინფორმაციით, სკოლაში მამაკაცი ქალ კოლეგას ავიწროებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში კაცი პედაგოგი მის თანამშრომელ ქალს დაჟინებით სთხოვდა სექსუალური კავშირის დამყარებას. რაზეც ქალი არ თანხმდებოდა. ის იძულებული გახდა ცოტა ხნის წინ უხელფასო შვებულებაში გასულიყო და საგანმანათლებლო დაწესებულებისგან დისტანცირება მოეხდინა.  პროკურატურამ მამაკაცს ბრალი უკვე წარუდგინა.

"მთავარმა არხმა" მოიპოვა ჩვენება, რომელიც გამოძიებას თერჯოლის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მისცა. ახალგაზრდა ქალმა სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდ, თუ  როგორ ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად და როგორ მოითხოვდა სექსუალურ ურთიერთობას, ამავე სკოლის პედაგოგი. უარის მიუხედავად ის არ ნებდებოდა და ქალს ავიწროებდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი