ზესტაფონის რაიონული სასამართლო ამ წუთებში ადევნებაში ბრალდებული პედაგოგისთვის აღკვეთი ღონისძების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდებულმა მასწავლებელმა ცოტა ხნის წინ "მთავართან" პირველი კომენტარი გააკეთა, ის ამტკიცებს, რომ მისი კოლეგა ცილს სწამებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა, დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.
"თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ, ეს არის ძლისწამება და მგონია, რომ მიზნად არის დასახული ჩემი სკოლიდან გაშვება და ჩემი ადგილის გამოთავისუფლება. სამსახურეობრივად მქონდა ურთიერთობა, როგორც სხვა კოლეგებთან, კოლეგიალური ურთიერთობა შესაბამისადაც ვღებულობდი შესაბამის პასუხს, კოლეგიალური ურთიერთობის მხრივ", - ამბობს ბრალდებული მასწავლებელი.
დაცვის მხარე პორცესზე აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებს. პროკურატურა კი წინასწარ პატიმრობასა და მასწავლებლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვს.