ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში, კეკელიძის ქუჩზე ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს მოსამართლემ 2 000 ლარით დააჯარიმა. ის "მთავარ არხთან" ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რაც საჭიროა, რომ შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ჩემი მხრიდან რაიმე სამართალდარღვევის ჩადენას, გარდა ერთი პოლიციელის ცრუ ჩვენებისა, თითქოს მე მათ გამოსახლების დროს ვართმევდი დაკავებულ პირს, ოთხ პოლიციელს ვგლეჯდი დაკავებულ პირს და ამავე დროს ვაგინებდი დედას. არ ველოდი სხვაგვარ გადაწყვეტილებას, მაგრამ, რადგან უბრალოდ არაფერი არ არსებობდა მტკიცებულების სახით, მაინც მეგონა, რომ ბოლომდე შეიძლება ვერ გაერისკათ", - ამბობს გელა მთივლიშვილი "მთავარ არხთან".
"მთის ამბების" რედაქტორი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იღებდა როგორ გადაჰყავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციას. ის ამბობს, რომ აქციაზე სულ რამდენიმე წუთის მისული იყო და პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა. იხილეთ ვიდეო:
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აქვს დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სადაც ჟურნალისტი უკვე გამოიკითხა.