სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში 1 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, 1984 წელს დაბადებულმა ნ.დ.-მ, მეუღლეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.