ოზურგეთში კაცმა ცოლს სცემა | ის ცხელ კვალზე დააკავეს

გამოქვეყნდა:

ოზურგეთში კაცმა ცოლს სცემა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე ბათუმში დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად AJARATIMES.GE-მ გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ ქალი დაზიანებებით ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შსს-მ გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაიწყო. 

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე. ასევე ნებისმიერს შეუძლია ჩამოტვირთოს 112-ის მობილური აპლიკაცია და ჩატით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე - 116 006 - კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი